Thumbnail
  • ხაგუარესი 66:3 საქართველო XV
  • არგენტინელებმა დიდი 10-ის ნაკრებს 10 ლელო დაუდეს

საქართველო XV-მა (დიდი 10-ის ნაკრები, 29 კაცში მხოლოდ ერთი ლეგიონერია) არგენტინაში სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორმატჩიანი სერიის პირველი თამაში გამართა და დიდი ანგარიშით - 3:66 დამარცხდა.

ხაგუარესი 66:3 საქართველო XV - მატჩის ათივე ლელო

ხაგუარესი 66:3 საქართველო XV - მატჩის ათივე ლელო 😓 დიდი 10-ის ნაკრები სუპერ რაგბის უძლიერეს გუნდთან განადგურდა.

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 17 იანვარი, 2020

მატჩი მარ-დელ-პლატაში გაიმართა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არგენტინულმა ფრენჩაიზმა ბუენოს აირესში არ ითამაშა. შეხვედრას არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარიო ლედესმა ესწრებოდა.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, ბაუტისტა დელგაის ლელო ხოაკინ დიას ბონილიამ გარდასახა და ხაგუარესი 7 ქულით დააწინაურა. საქართველო XV-მა მე-14 წუთზე რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში ლელო ისევ გაუშვა.

არგენტინელებმა პირველ ტაიმში 5 ლელო დადეს და აქედან მხოლოდ 3 გარდასახეს. სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ირაკლი სვანიძემ ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მარიო ლედესმა ტრიბუნაზე

ხაგუარესმა მეორე ტაიმში ლელო 58-ე წუთამდე ვერ დადო, თუმცა დარჩენილ დროში არგენტინელებმა საქართველო XV-ის ჩათვლის მოედანში ბურთი კიდევ 5-ჯერ დაამიწეს და სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონებმა საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 66:3 მოიგეს.

ხაგუარესი - ლელოები: ბაუტისტა დელგაი (5), ფრანსისკო გორისენი (14), აგუსტინ კრეევი (28), ხოაკინ დიას ბონილია (30), სანტიაგო კარერასი (34), მატიას მორონი (58), როდრიგო ბრუნი (63), საჯარიმო ლელო (66), მატი ალემანო (68), სანტიაგო ჩოკობარესი (70)

ხაგუარესი - გარდასახვა: ხოაკინ დიას ბონილიამ 3 გარდასახვა გაიტანა, დომინგო მიოტიმ ხუთივე გარდასახვა გაიტანა.

საქართველო XV: რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა.

საქართველო XV ხაგუარესთან სერიის მეორე მატჩს ბუენოს აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები