Thumbnail
  • ანკარაგიუჯუ 0:1 კონიასპორი
  • ლევან შენგელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა

თურქული სუპერ ლიგი მცირე პაუზის შემდეგ განახლდა, მე-18 ტურში ლევან შენგელიას კონიასპორი ანკარაგიუჯუს ესტუმრა და 24 წლის ქართველი შემტევის წყალობით გაიმარჯვა - 1:0. 

მსაჯის მიერ კომპენსირებული მეორე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბოსნიელმა რიად ბაჟიჩმა შენგელია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ქართველმა ლეგიონერმაც სუპერ ლიგში თავისი პირველი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ის მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა. ასე რომ, გოლის გასატანად ხუთ წუთზე ნაკლები ეყო. შეგახსენებთ, რომ ლევან შენგელია კონიაში დინამო თბილისიდან გადავიდა, სადაც 24 თამაშში 12 გოლი გაიტანა. 

კონიასპორი 18 ტურიდან 18 ქულით მე-14 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ახლახან თურქული პრესა წერდა, რომ კონია და რიზე ფეხბურთელებს გაცვლიდნენ, რისი წყალობითაც ლევან შენგელიას ლაზურ კლუბში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები