Thumbnail
  • ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება ბათუმში ჩატარდება
  • საქართველოს ნაკრები ჯგუფში უეფასა და ფიფას გუნდებს შეხვდება

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს.

წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე, ლაშა სალუქვაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ფოფხაძე, მამუკა მაჭავარიანი, დავით კვირკველია, ლევან ხომერიკი, გია რევაზიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები