Thumbnail

ნიკოლო ძანიოლო რომის პაპს შეხვდება და საჩუქარს მიიღებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლო ძანიოლომ ტრავმა იუვენტუსთან გამართულ მატჩში მიიღო
  • იტალიელ ფეხბურთელს რომის პაპი 26 იანვარს დაასაჩუქრებს

იტალიის ნაკრებისა და რომას შემტევმა ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ ტრავმა სერია A-ს პირველი წრის ბოლო ტურის მატჩში მიიღო. ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, ის მატეის დე ლიხტმა შეაჩერა და ეს მომენტი ნიკოლოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ძანიოლომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. იტალიელი ფეხბურთელი უამრავმა ადამიანმა გაამხნევა, თვის ბოლოს კი, მას რომის პაპისგან საჩუქარი ელის.

26 იანვარს, სან პიეტროში, პაპი ფრანცისკე სპეციალური გამოშვების ბიბლიას ძანიოლოს პირადად გადასცემს. შეგახსენებთ, რომ პაპი ფეხბურთის დიდი მოყვარულია, განსაკუთრებით კი, არგენტინულ სან ლორენცოს ქომაგობს.

კომენტარები

ბოლო ამბები