Thumbnail

AUS OPEN | მარიამ ბოლქვაძე ამერიკელთან დამარცხდა, გორგოძე ხვალ თამაშობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარიამ ბოლქვაძე 3:6, 2:6 კაროლინ დოლეჰაიდი
  • ეკატერინე გორგოძე სლოვენიელ კაია იუვანს შეხვდება

საქართველოს საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში დამარცხდა. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად მსოფლიოს 164-ე ჩოგანი ბოლქვაძე რეიტინგში 141-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ კაროლაინ დოლეჰაიდს ხვდებოდა, რომელმაც 22 წლის ქართველი ჩოგბურთელი 2 სეტში, 6:3, 6:2 დაამარცხა.

მატჩი ჯამში ერთ საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. მარიამმა პირველი სეტის მე-4 გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო და მართალია, მაშინვე უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ მომდევნო საკუთარი მოწოდებაც წააგო და საბოლოოდ, პირველი სეტი 3:6 დათმო. მეორე სეტში ამერიკელმა ორი ბრეიკი შეასრულა და პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა.

ხვალ, საკვალიფიკაციო ტურნირში მეორე ქართველი, ეკატერინე გორგოძე (199) ჩაერთვება, რომელიც თბილისის დროით დილის 3 საათზე 126-ე ჩოგანს, 19 წლის სლოვენიელ კაია იუვანს შეხვდება. 

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად 3 მატჩის მოგებაა საჭირო. წლის პირველი სლემ-ტურნირის საპრიზო ფონდი 48 973 315 დოლარია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები