Thumbnail
  • მოქმედი პრეზიდენტი მონაწილეობას მომავალ არჩევნებშიც მიიღებს
  • სავარაუდოა, რომ მისი კონკურენტები სვანიძე და აბუსერიძე იქნებიან

საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მონაწილეობას მოახლოებულ არჩევნებშიც მიიღებს. ეს, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი განცხადება დიდი 10-ს კლუბების მიერ იქნა შეტანილი. 

განცხადებას ხელს ლელო, ჯიქი, აია, ყოჩები, აკადემია და იუნკერები აწერენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის კრებაზე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 30 იანვარი დასახელდა.

წინასწარი ინფორმაციით, მომავალ არჩევნებში, სვანიძის გარდა, მონაწილეობას რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძეც მიიღებენ.

იხილეთ რაგბის კავშირის განცხადება 👇

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 13 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები