Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგაში პირველი წრე დასრულდა

  • მართვე 0:11 თსუ
  • ილიაუნი 4:1 ბსუ
  • თელასი 5:2 თბილისი

საქართველოს ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნითმა შეხვედრებმა სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღო. თსუ-ს და მასპინძელი მართვეს დაპირისპირებაში უნივერსიტეტელებმა კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს დიდი ანგარიშით, 11:0 სძლიეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორ-ორი გოლი დავით გეგეშიძემ, ლუკა ჭუმბურიძემ, გიორგი ჩიმაკაძემ და ლაშა ერქომაიშვილმა გაიტანეს.

მეხუთე ტური ილიაუნის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატჩით დაიწყო. საუნივერსიტეტო დერბი ილიაუნის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ანგარიში მეოთხე წუთზე ნიკა გვაზავამ გახსნა და ტაიმის მიწურულს დუბლიც გაიფორმა. მეორე ნახევარში თეიმურაზ ექიზაშვილის და პაატა ლეჟავას გოლებს ბსუ-ს მხრიდან გუგა ბუხგალცერმა უპასუხა და 39-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.

მეხუთე ტურის დასკვნითი შეხვედრა თბილისს და თელასს შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ენერგეტიკოსებმა პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახეს და მინიმალური უპირატესობაც მოიპოვეს. მიუხედავად არსებული საკადრო პრობლემებისა, თელასმა მეტოქე დამაჯერებლად, 5:2 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. ფუტსალის ლიგის მეექვსე ტური 18 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები