Thumbnail

პრობლემა გულზე - დეილი ბლინდმა შესაძლოა ვეღარასდროს ითამაშოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აიაქსისა და ჰოლანდიის ნაკრების 29 წლის მცველს გულზე პრობლემები აქვს
  • არსებობს საფრთხე, რომ დეილის კარიერის ნაადრევად დასრულეაც მოუხდეს
  • ფეხბურთელის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან მამამისმა ილაპარაკა

ამსტერდამის აიაქსისა და ნიდერლანდების ნაკრების მცველი დეილი ბლინდი, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა მოედანზე სათამაშოდ ვეღარასოდეს გავიდეს. 

29 წლის ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა ვალენსიასთან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასვკნითი მატჩის დროს შეექმნა, რომელიც 10 დეკემბერs "იოჰან კრუიფ არენაზე" გაიმართა. ბლინდმა თამაშის დროს თავბრუხვევა იგრძნო და დაეცა, მატჩის დასრულების შემდეგ კი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც მიოკარდიტი დაუდგინდა. მოგვიანებით ფეხბურთელს ოპერაციაც გაუკეთეს.

დეილი ბლინდი ვალენსიასთან მატჩში შეუძლოდ გახდა

დეილი ბლინდის მამა, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დანი ბლინდი ახლა აცხადებს, რომ მისი ვაჟის მოედანზე დაბრუნება სარისკოა: "დეილის მოედანზე პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში დაბრუნება 100%-ით უსაფრთხო არაა". 

დეილი ბლინდთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ფეხბურთელის ოჯახში საკითხზე კატეგორიულად საუბარს ისევ ერიდებიან და მედიკოსებისგან საბოლოო პასუხებს ელიან. თავის მხრივ ამსტერდამის აიაქსში აქვთ მოლოდინი, რომ მცველი გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს თვეში განაახლებს. 

ამსტერდამელი ფანები ფეხბურთელს ასე ამხნევებენ

დეილი ბლინდმა კარიერა ამსტრედამის აიაქსში, 2008 წლიდან დაიწყო, 2014 წელს კი მანჩესტერ იუნაიტედში 17,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ დეილი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, ამ სეზონში კი გუნდის მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები