Thumbnail

წაუგებელი კაპიტანი და ახალი კონტრაქტი - Espnscrum სუთიაშვილზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • Espnscrum-ის საინტერესო სტატისტიკა, რომლის ლიდერიც სუთიაშვილია
  • შალვამ ფრანგულ ანგულემთან კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა

Espnscrum-მა იმ კაპიტნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ წაუგებლად ჩატარებული. სიის სათავეში შალვა სუთიაშვილია, რომელიც პირველ ადგილს ახალზელანდიელ ვეინ შელფორდთან ინაწილებს. Espnscrum-ის ინფორმაციით, ორივე მორაგბემ 14-ჯერ უკაპიტნეს ნაკრებებს და აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, ხოლო ერთი ფრედ დაასრულეს.

გამოცემას სტატისტიკის დათვლისას სუთიაშვილის ერთი მატჩი გამორჩა - შალვამ ეროვნულ ნაკრებს 15-ჯერ უკაპიტნა და არა 14-ჯერ. სუთიაშვილი პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგანაც მისი კაპიტნობით ''ბორჯღალოსნებმა'' 15-დან 14 მატჩი მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.

სიაში კიდევ ორი ქართველი მორაგბე მოხვდა: გიორგი ნემსაძე და ლევან ცაბაძე. ნემსაძის კაპიტნობის დროსაც ნაკრებს 9 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო ცაბაძესთან ერთად ''ბორჯღალოსნებმა'' 9 მატჩი მოიგეს, 2 შეხვედრა წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.

ცნობილი გამოცემა, espnscrum.com საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. კაპიტნები, ვისაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს წაუგებლად...

Posted by Shalva Sutiashvili - fanclub on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2020

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ შალვა სუთიაშვილი კლუბმა თვის საუკეთესო მორაგბედ აღიარა. კიდევ ერთი ახალი ამბავი ის არის, რომ ''ბორჯღალოსანმა'' ანგულემთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა და გუნდში 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები