Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 1:6, 6:4 პაბლო კუევასი
  • საქართველოს ნაკრებმა ურუგვაისთან გამარჯვება იზეიმა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ს გათამაშებაში პირველი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ეს, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა პაბლო კუევასს ურთულესი მატჩი 6:4, 1:6, 6:4 მოუგო და გუნდი 2:0 დააწინაურა.

📺 ვიდეო: ბასილაშვილი 6:4, 1:6, 6:4 კუევასი (მიმოხილვა)

თამაში 2:08 საათს გაგრძელდა, ყველაზე დრამატული კი ბოლო გეიმი გამოდგა, რომელიც 14 წუთამდე გაიწელა და ნიკამ თამაშის დასრულება მე-5 მატჩ-ბოლზეღა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა ფრანკო რონკადელის 6:2, 6:1 აჯობა და საერთო წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ურუგვაისთან გამარჯვება უკვე გაინაღდა და წყვილთა მატჩს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.

📋 მეტი ამ თემაზე:

უკვე ცნობილია, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა, რომელთაც ახლადდაარსებულ ATP Cup-ზე პირველად ითამაშეს, B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, დღეს კი, პერთში ისტორიული გამარჯვება იზეიმა და ურუგვაი ჯგუფში ბოლო ადგილზე დატოვა.

რამდენიმე წუთში სტარტს აიღებს წყვილთა შერკინება, რომელშიც ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში არიელ ბეჰარსა და პაბლო კუევასს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები