Thumbnail

ძალიან უცნაურად იქცეოდა! ბასილაშვილმა გაბრაზებული მეტოქე კორტზე დააბრუნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იშვიათი მომენტი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და პაბლო კუევასის მატჩიდან
  • ურუგვაელი ჩოგბურთელი წყობიდან გამოვიდა და თამაშს არ აგრძელებდა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მისი დამშვიდება მოახერხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ის დაპირისპირებაში ურუგვაელ პაბლო კუევასს პირველი სეტი 6:4 მოუგო, სეტის მიწურულს კი იშვიათი მომენტის მომსწრენი გავხდით.

აი, რა მოხდა:

ბასილაშვილმა 4:4-ზე ბრეიკი განახორციელა და 5:4-ზე სეტზე ჩასაწოდებლად გავიდა, რასაც მეტოქე უცნაური ქმედებებით შეხვდა: კუევასი ხან ხელებს იქნევდა, ხან – ფეხებს და ემოციებსაც ხმამაღლა გამოხატავდა.

ნიკას ზედიზედ 2 მოწოდების წინ, პაბლომ ხტუნაობა დაიწყო, რაც მსაჯმა მეტოქის უპატივცემულობად ჩათვალა და ურუგვაელ სპორტსმენს შენიშნვა მისცა. ამან, კუევასი საერთოდ წყობიდან გამოიყვანა, მსაჯს სუპერვაიზერის გამოძახება სთხოვა, თავად კი სკამზე გადაინაცვლა.

სუპერვაიზერი მას ესპანურად გაესაუბრა, თუმცა, ვერაფერი შეასმინა. შედეგად, ურუგვაელმა ჩოგნები ჩაალაგა და კორტის დატოვებას აპირებდა, როდესაც მას უკვე ბასილაშვილი წამოეწია და სთხოვა თამაში გაეგრძელებინა.

📋 მეტი ამ თემაზე:

პაბლომ ქართველი კოლეგის თხოვნა გაითვალისწინა, ალბათ ისიც გაიაზრა, რომ უმსგავსო საქციელის გამო, სერიოზული სასჯელი ელოდა და თამაშის გაგრძელებას დათანხმდა.

იქვე პაბლომ 3 სეტ-პოინტი გადაარჩინა, თუმცა, ბასილაშვილმა მობილიზება ისევ მოახერხა და პირველ სეტში 6:4 მოიგო.

📺 ვიდეო: ინციდენტი ბასილაშვილისა და კუევასის მატჩის დროს

კომენტარები

ბოლო ამბები