Thumbnail

თვის საუკეთესო - შალვა სუთიაშვილი დეკემბრის მორაგბედ აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შალვა სუთიაშვილმა დეკემბერში 3 მატჩი ჩაატარა
  • ქართველი მორაგბე ანგულემის ქომაგებმა გამოარჩიეს

36 წლის ქართველი მორაგბე შალვა სუთიაშვილი ფრანგული ანგულემის დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

Pour cette 4ème édition du "Violet du mois" by Serge Blanco Angoulême, notre emblématique Shalva Sutiashvili remporte...

Posted by SAXV Charente Rugby Pro on ორშაბათი, 06 იანვარი, 2020

Pro D2-ში მოთამაშე ანგულემის ქომაგებს რჩეულის დასახელება სოციალურ ქსელში შეეძლოთ, ქართველმა მორკინალმა კი უკან პიერ ლაფიტე და ოლე ავეი მოიტოვა.

სუთიაშვილმა გასულ თვეში საფრანგეთის მე-2 ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა და 1 ლელოს დადება მოახერხა. სულ, მიმდინარე სეზონში შალვას 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

Pro D2-ის 15 ტურის თავზე ანგულემს 37 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 იანვარს, შინ, პერპინიანთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები