Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრები მზადების ბოლო ფაზაში

  • იანვარში საქართველოს ეროვნულ გუნდს 5 მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება
  • ჯერ შესარჩევი ეტაპი იტალიაში და შემდეგ, ორ-მატჩიანი დუელი ფინეთთან

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას იანვრის 5 ოფიციალური მატჩისთვის. 10-12 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, შემდეგ კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი პლეიოფი ფინეთთან: 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში და 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკიში.

2 იანვრიდან ნაკრები გაფართოებული, 20-კაციანი შემადგენლიბით შეკრებაზეა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორჯერადი ვარჯიშები მიმდინარეობს. იტალიაში გუნდი 8 იანვარს გაემგზავრება, იქამდე კი მწვრთნელები 16-კაციან შემადგენლობას დაასახელებენ.

საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირს 10 იანვარს რუმინეთთან შეხვედრით დაიწყებს. 11 იანვარს იტალიასთან, ხოლო 12 იანვარს კოსოვოს მატჩებია დაგეგმილი. ჯგუფის გამარჯვებული გავა პლეი ოფში, რომელიც საბოლოოდ დაადგენს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ევროპიდან. პლეიოფი ორი სტადიისგან შედგება: პირველი გაიმართება 2020 წლის აპრილში, ხოლო მეორე ივნისში. წილისყრა, მონაწილეების სრული სია და ზუსტი განრიგი ცნობილი გახდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულების, ანუ 26 იანვრის შემდეგ.

რაც შეეხება ფინეთთან თბილისურ შეხვედრას, 16 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართება და 19 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 19 იანვარს ფინეთში შედგება. ორი მატჩის ჯამი გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გავა, სადაც ევროპის 32 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს და ფინალური ტურნირის 20 მონაწილე გამოვლინდება.  

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

შოთა თევზაძე (რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (იმედი-სტუ), იური სილაგაძე (წყალტუბო), ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (BSB ბათუმი), ირაკლი ჩიქოვანი (კონსტანცა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (მეტალურგი, ჩრდ. მაკედონია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოროშჰაზი, უნგრეთი), ლექსო წითელიშვილი (ოჰრიდი, ჩრდ. მაკედონია), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი), შალვა სტურუა (ქუთაისი), ზურაბ სიმონია (BSB ბათუმი), გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი დიხამინჯია, რევაზ ჭანტურია (მეტალურგი, ჩრდ. მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე (BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ერეკლე არსენაშვილი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი მიქავა (BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები