Thumbnail
  • მაურიციო სარის წლის პირველი პრესკონფერენცია
  • იუვენტუსის თავკაცი დე ლიხტის პრობლემებს აღიარებს
  • ჯორჯო კიელინი დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება

კალიარისთან მატჩის წინ მაურიციო სარიმ ამ წლის პირველ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებული სიტუაცია განიხილა.

მისი თქმით, კალიარისთან თამაშზე ფიქრი მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყეს, იქამდე კი იმ ძირითად პრობლებზე მუშაობდნენ, რომლებიც იუვეს სეზონის პირველ ნახევარში ჰქონდა. მათ შორის დაცვაზე - იუვემ პირველ 17 თამაშში 17 გოლი გაუშვა, როცა შარშან ამდენივე თამაშში მხოლოდ 8 გოლი ჰქონდა მიღებული. სარიმ იუვეს დაცვის ხაზიც განიხილა, მათ შორის დე ლიხტს და ჯორჯო კიელინის შესაძლო ნაადრევ დაბრუნებას შეეხო:

მაურიციო სარი: "დე ლიხტს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, მისთვის ეს რთული პერიოდია. ახლა მას უკეთესობა აქვს, ისევე როგორც რემზის. დუგლას კოშტასაც ტრავმები აწუხებდა და ამან გავლენა მის კონდიციაზე იქონია. კოშტასთან სიფრთხილეა საჭირო, ის ტრავმებისადმი მიდრეკილია. 

რაც შეეხება კიელინის დაბრუნებას, ის სარეაბილიტაციო პროგრამას ასწრებს, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. კიელინი ჯერჯერობით ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს".

იტალიური პრესის ცნობით, კიელინის რეაბილიტაცია დაგეგმილზე უფრო სწრაფად მიდის და იგი თებერვალში უნდა დაბრუნდეს, დაგეგმილი მარტის ნაცვლად.

კომენტარები

ბოლო ამბები