Thumbnail

ATP CUP | ბასილაშვილი და მეტრეველი დამარცხდნენ - 0:2 იაპონიასთან

  • გო სოედა 4:6, 6:3, 6:2 ალექსანდრე მეტრეველი
  • იოშიჰიტო ნიშიოკა 6:2, 6:3 ნიკოლოზ ბასილაშვილი 
  • წყვილთა შეხვედრის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს

საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ის B ჯგუფში მეორე ტურიც დათმო. ქართველმა ჩოგბურთელებმა იაპონიასთან დაპირისპირება ერთეულთა თანრიგში ორი მარცხით დაიწყეს, შესაბამისად, წყვილთა შეხვედრის შედეგს, რომელიც მოგვიანებით დასრულდება, აზრი დაეკარგა. თუკი დღეს ესპანეთი ურუგვიას დაამარცხებს, საქართველო პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს დაკარგავს.

ქართველი და იაპონელი ქომაგები პერთში

ავსტრალიის ქალაქ პერთში ერთმანეთს ჯერ გუნდების მეორე ნომრები - ალექსანდრე მეტრეველი (679) და გო სოედა (121) შეხვდნენ, შეხვედრა კი 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო, თუმცა მომდევნო ორში იაპონელის უპირატესობა აშარა იყო.

მეტრეველმა 3 ეისი მოაწოდა, დაუშვა 7 ორმაგი შეცდომა და 5-იდან 3 ბრეიკ პოინტის რეალიზება მოახერხა, მისი მეტოქის ანგარიშზე კი 4 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 9-იდან რეალიზებული 5 ბრეიკია.

ამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ საქართველოს და იაპონიის ნაკრებების პირველი ნომრები წარსდგნენ - ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) იოშიჰიტო ნიშიოკასთან (73) ორ სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილი და იოშიჰიტო ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა და 11-იდან კ1 ბრეიკ პოინტის რეალიზება შეძლო. 24 წლის იაპონელის ანგარიშზე 5 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 9-იდან 4 რეალიზებული ბრეიკ პოინტია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ის B ჯგუფში გამოსვლა ესპანეთთან წაგებით (0:3) დაიწყო, იაპონელებმა კი ასეთივე ანგარიშით ურუგვაის (3:0) აჯობეს. ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფში ბოლო დაპირისპირებას სწორედ ურუგვაისთან, 8 იანვარს გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები