Thumbnail

იტალიაში ათწლეული ისევ ბალოტელის გოლით დაიწყო და ისევ გააბრაზეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარიო ბალოტელის ლაციოს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს
  • იტალიაში ზედიზედ მეორე დეკადა მისი გოლით დაიწყო

‘სუპერ-მარიო’ დიდი ხანია, სუპერ-თავდამსხმელი აღარ არის, მაგრამ განსაკუთრებული გოლების ფორვარდად რჩება. ახალი დეკადის პირველი გოლი სერია A-ში სწორედ მან გაიტანა - ახლა უკვე ბრეშას ფორვარდმა ეს ლაციოსთან მატჩში გააკეთა. ბალოტელიმ ანგარიში გახსნა, ბრეშამ კი თამაში მაინც წააგო (ჩირო იმობილეს დუბლი), ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ათი წლის წინ, სერია A-ში წინა დეკადის პირველი გოლიც ბალოტელის აქვს გატანილი. მან ეს 2010 წლის 6 იანვარს გააკეთა.

თუმცა ლაციოსთან მატჩი მარიოსთვის იდეალური არ გამოვიდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრეშამ მაინც წააგო, არამედ იმის გამო, რომ რომაელმა ტიფოზებმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო თამაში დროებით შეწყდა - ბალოტელიმ ლაციოს ფანებს მსაჯთან უჩივლა.

ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბალოტელის შეურაცხყოფას აყენებენ. იგივე მოხდა ნოემბერში, ბრეშას და ვერონას მატჩშიც. მაშინ მარიო თანაგუნდელებმა ძლივს დაამშვიდეს და მოედნიდან გასვლა გადააფიქრებინეს. შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში იტალიის ჩემპიონატში რასიზმის გამოვლინების არაერთი ფაქტი მოხდა.

სხვათა შორის, ლაციოსთვის ეს ზედიზედ მე-9 გამარჯვება გახლდათ, რითაც რომაულმა კლუბმა 1998/99 წლების სეზონის საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

📺 ვიდეო: ბრეშა 1:2 ლაციო (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები