Thumbnail
  • რამდენიმე კვირაა, რაც 2020 წლის ოლ სტარის მონაწილეთა გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
  • ლუკა დონჩიჩს გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა აქვს - ის ლებრონსა და იანისს უსწრებს

''NBA ALL STAR 2020'' 16 თებერვალს გაიმართება. ''ყველა ვარსკვლავის მატჩს'' ჩიკაგო ბულსის არენა უმასპინძლებს. ეს იქნება რიგით 69-ე ოლ სტარი, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ისტორიაში.

NBA-მ გამოკითხვის შუალედური შედეგები პირველად გამოაქვეყნა. დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმა ლუკა დონჩიჩს აქვს, ხოლო აღმოსავლეთში ლიდერი იანის ანტეტოკუმპოა, რომელიც ლუკას 599 ხმით ჩამორჩება.

სლოვენიელი კალათბურთელი, რომლის საშუალო სტატისტიკაც ამ სეზონში 29 ქულა, 9,5 მოხსნა და 8,9 შედეგიანი პასია, დასავლეთ კონფერენციაში ლებრონ ჯეიმსსაც უსწრებს. ლუკას ლებრონზე 53-ათასი ხმით მეტი აქვს. შარშან, დონჩიჩი მთლიან გამოკითხვაში მხოლოდ ლებრონ ჯეიმსსა და იანის ანტეტოკუმპოს ჩამორჩა, თუმცა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა მას საკმარისი ხმები არ მისცეს და ლუკამ სადებიუტო სეზონში ''ყველა ვარსკვლავის მატჩში'' ვერ ითამაშა.

გამოკითხვა რომ ახლა სრულდებოდეს, დასავლეთ კონფერენციის სტარტერები ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი, ლუკა დონჩიჩი (დალასი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) იქნებოდნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ სტარტერებში იანის ანტეტოკუმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), პასკალ სიაკამი (ტორონტო), ტრეი იანგი (ატლანტა) და კაირი ირვინგი (ბრუკლინი) მოხვდებოდნენ.

ფანების ხმას სტარტერების შერჩევისას 50%-იანი ძალა აქვს, 25% კალათბურთელებსა და 25% მწვრთნელებზე ნაწილდება. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმის მფლობელები, კონფერენციების კაპიტნები იქნებიან და კალათბურთელებს თავისუფლად აირჩევენ, ორივე კონფერენციიდან.

შარშან, ლებრონმა თავის სასტარტო ხუთეულში ორი კალათბურთელი დასავლეთ კონფერენციიდან აირჩია და ორიც აღმოსავლეთიდან. ოლ სტარის გამოკითხვის მე-2 შუალედური შედეგები 9 იანვარს გამოქვეყნდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები