Thumbnail
  • ნორვიჩი 2:2 ტოტენჰემი
  • გარი ლინეკერის პოზიცია

ინგლისის პრემიერლიგის მე-2 წრის პირველი ტური დაიწყო - ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემი სტუმრად აუტსაიდერ ნორვიჩთან ბოლო წუთებზე გადაურჩა წაგებას - 2:2. 

პირველ ტაიმში მარიო ვრანჩიჩმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე საკამათო ეპიზოდი მოხდა - ვრანჩიჩის ჩაწოდების შემდეგ ტეემუ პუკიმ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა კევინ ფრენდმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ გოლი გააუქმა თამაშგარე მდგომარეობის გამო. 

პუკის გოლის ეპიზოდი - ვიდეორეფერიმ თამაშგარე შენიშნა

55-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, თუმცა ნორვიჩი მალევე დაწინაურდა (ორიეს ავტოგოლი). 

81-ე წუთზე  VAR-მა ფრენდის დანიშნული პენალტი ძალაში დატოვა, რომელიც ჰარი კეინმა შეასრულა. 

ჰარი კეინმა ინგლისის პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ითამაშა და 136-ე გოლი გაიტანა. მეტი მხოლოდ ალან შირერსა და სერხიო აგუეროს აქვთ გატანილი.

VAR-თან დაკავშირებულ ეპიზოდს გარი ლინეკერი, რომელიც BBC Sport-ზე მუშაობს, მწვავედ გამოეხმაურა: "აი, ისევ! კიდევ ერთი აბსურდული გადაწყვეტილება, რომელიც VAR-ის გამო მივიღეთ. პუკის გოლი გაუქმდა, არადა, ის მცველთან ერთ ხაზზე იმყოფებოდა. თუკი ვხაზავთ და ვამოწმებთ სანტიმეტრებს და ამავე დროს, მაინც ვერ ვარჩევთ იყო თუ არა ჯარიმა, იქნებ, შეგვეწყყვიტა მსაჯების დისკრედიტაცია? ეს აბსურდია. VAR რომ მწვრთნელი ყოფილიყო, ჩვენ მას დიდი ხნის წინათ გავაგდებდით", - დაწერა მან ტვიტერზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები