Thumbnail

ტოტის ნომერი და კაპიტნობა - რომას შეთავაზება პელეგრინის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დედაქალაქელებს კლუბის აღზრდილის ხელიდან გაშვება არ სურთ
  • ლორენცო პელეგრინის რომაში 85 მატჩი აქვს ჩატარებული

იტალიურ რომას ლორენცო პელეგრინისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და ამავდროულად, ახალი ხელშეკრულებიდან გამოსასყიდი თანხის ამოღებას აპირებს.

სასუოლოს ყოფილ ფეხბურთელს დედაქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება, თუმცა მისი გადაბირება ნებისმიერს შეუძლია, თუკი 30 მილიონ ევროს გადაიხდის. რომაში სწორედ ეს ფაქტი ადარდებთ.

23 წლის პელეგრინი რომში დაიბადა, ''ჯალოროსოს'' აკადემია 2015 წელს დატოვა და სასუოლოს მიაშურა, თუმცა, 2017-ში ისევ დაბრუნდა.

რომას სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი პელეგრინის კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას, ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიან მაისურსა და კაპიტნობას სთავაზობს.

სასულოდან რომაში გადასვლის შემდეგ, ლორენცოს 85 მატჩში 8 გოლი და 21 საგოლე პასი აქვს. ამას გარდა, იტალიის ნაკრებში 12-ჯერ ითამაშა.

ლორენცო პელეგრინის გოლი ცსკა-ს კარში - 2:1

ლორენცო პელეგრინის გოლი ცსკა-ს კარში - 2:1

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები