Thumbnail

ხელბურთი | ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ახალგაზრდა ხელბურთელებმა შეკრება დაიწყეს
  • ასაკობრივ გუნდებს დატვირთული ზაფხული ელით

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც 2020 წლის ივლისში, ლატვიაში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ელის, საწვრთნელი შეკრება დაიწყო.

ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის გუნდში 20 მოთამაშეა. მათ შორისაა 8 ხელბურთელი 18-წლამდელთა გუნდიდან. ჭაბუკებს გაისად ასევე უწევთ ევროპის ჩემპიონატი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში და ის აგვისტოში, მაკედონიაში იმართება.

ახალგაზრდულ გუნდს ამ შეკრებაძე რამდენიმე მოთამაშე აკლია. 3 მათგანი - იური სილაგაძე, გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო კახა ჩადუნელი, გერმანიაში, ბუნდესლიგის კლუბ ლემგოს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. 

ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 3-12 ივლისს უწევს. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და ბელგია იქნებიან.

თავის მხრივ, ჭაბუკთა ნაკრები 17-23 აგვისტოს ითამაშებს, მეტოქეებად კი შვეიცარია, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა ეყოლება.

ორივე ტურნირზე ნახევარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.

ხელბურთელთა ახალგაზრდული (U20) ნაკრები

მეკარეები: ირაკლი დიხამინჯია (2000, პეგასი)

ეროვნულ ნაკრებში: იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

მოედნის მოთამაშეები: ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), ჯემალ იმნაძე (2001, სპორტუნი), გიორგი ქათამაძე (2000, პეგასი), რევაზ დიდია (2001, იმედი-სტუ), მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი-სტუ), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი), დავით ნიაზაშვილი (2000, გორი), ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი), ანდრო ერისთავი (2001, იმედი-სტუ), მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), კახა ჩადუნელი (2001, ლემგო, გერ)

ეროვნულ ნაკრებში: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ).

ჭაბუკთა (U18) ნაკრებიდან: ლუკა გორგოძიანი (GK, 2002, პეგასი), ნაზიმ ალიევი (GK, 2002, ქარიშხალა), გიორგი შუბითიძე (2002, პეგასი), ვახტანგ ხელისუფალი (2005, სამტრედია), თორნიკე მდივანი (2002, პეგასი), გოჩა თურმანიძე (2002, BSB ბათუმი), აკაკი პატაშური (2002, პეგასი), დავით ჟვანია (2002, პეგასი)

მწვრთნელები: მარკო შეშუმი (ფიზმომზდება), ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე; ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, 2020

U20. 3-12 ივლისი, ლატვია

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

U18. 17-23 აგვისტო, ჩრდილოეთ მაკედონია

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

კომენტარები

ბოლო ამბები