Thumbnail

საქართველოს თასზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

სანამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული 2019 წლის შესაჯამებლად ჟურნალისტებს შეხვდებოდა, იქამდე საქართველოს საკალათბურთო თასის წილისყრა გაიმართა. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილებას, აქედან 11 სუპერლიგაში ასპარეზობს, ხოლო 5 ა ლიგაში. 

ტურნირი პლეი ოფის სისტემით წარიმართება, დაპირისპირებები კი 2-მატჩიანი იქნება. პირველ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ბათუმი V ორბი
ოლიმპი V ზესტაფონი
დინამო V სპორტუნი
კაკტუსი V მგზავრები
რუსთავი V ცხუმ-აფხაზეთი
თსუ V კავკასია
ვერა V მეგა
ქუთაისი V ტიტები

კომენტარები

ბოლო ამბები