Thumbnail

წლის აღმოჩენა – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბექაური გამოარჩია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 19 წლის ლაშა ბექაურმა ცინდაოს მასტერსი სენსაციურად მოიგო
  • ქართველ ძიუდოისტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის შეჯამება დაიწყო და სხვადასხვა კატეგორიებში რჩეულთა ვინაობა დაასახელა.

ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ნომინაცია წლის აღმოჩენა უნდა იყოს, სადაც სრულიად სამართლიანად 19 წლის ლაშა ბექაური გამოარჩიეს. აი, რას წერს IJF ოფიციალურ ვებგვერდზე.

ცინდაოს მასტერსის კვარცხლბეკი

“ბექაურს მსოფლიო ტურში დებიუტი ბაქოს გრანდ სლემზე ჰქონდა, სადაც მერფვედფინალში მომავალ გამარჯვებულთანა და მსოფლიოს ექსჩემპიონ ნემანია მაიდოვთან (სერბეთი) წააგო.

მიუხედავად ამისა, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ნიჭიერი ძიუდოისტი წლის მე-2 უმთავრესი შეჯიბრის გამარჯვებული გახდებოდა.

ბექაურმა ოქტომბერში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ მოიგო და რეიტინგში 36-ე ადგილზე გადავიდა, რისი წყალობითაც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მასტერსის საგზური მოიპოვა.

კოში-გურუმას სპეციალისტმა ცინდაოში გამართულ ტურნირზე ვარსკვლავთა მთელ კრებულს აჯობა. პირველ რიგში აღსანიშნავია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ნოელ ვან ტ ენდის (ჰოლანდია) დამარცხება.

ლაშამ იაპონელ მურაოსა და მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალოსან ოზერლერსაც (თურქეთი) სძლია, ფინალში კი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერსა და შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონს ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ესპანეთი) აჯობა.

19 წლის ბექაური კლასიფიკაციაში უკვე მე-11 ადგილზე იმყოფება და უდავოდ გახლავთ იმ ძიუდოისტთა შორის, რომელთაც 2020 წელს განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ”.

IJF-მა ის ძიუდოისტებიც ჩამოთვალა, რომლებმაც წელი რეიტინგის ლიდერებად დაასრულეს და ბოლო წლების განმავლობაში პირველად, მათ შორის ვერთცერთ ქართველს ვერ ვხედავთ.

ვაჟები:

60 კგ. – რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
66 კგ. – იოშირო მარუიამა (იაპონია)
73 კგ. – რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
81 კგ. – საგი მუკი (ისრაელი)
90 კგ. – ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
100 კგ. – მაიკლ კორელი (ჰოლანდია)
+100 კგ. – ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

ქალები:

48 კგ. – დარია ბილოდიდი (უკრაინა)
52 კგ. – ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
57 კგ. – კრისტა დეგუჩი (კანადა)
63 კგ. – კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
70 კგ. – მარი ივი გაიე (საფრანგეთი)
78 კგ. – მადელეინ მალონგა (საფრანგეთი)
+78 კგ. – იდალის ორტიზი (კუბა)

კომენტარები

ბოლო ამბები