Thumbnail

აფრასიძის ლელო TOP 14-ში - ქართველმა მორაგბემ რასინგი დაალელოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აფრასიძის სადებიუტო მატჩი და ლელო TOP 14-ში
  • მონპელიემ რასინგთან 4 ქულით წააგო

TOP 14-ის მე-11 ტურში რასინგმა მონპელიეს უმასპინძლა და 29:25 მოუგო. მასპინძელთა რიგებში ქართველებს არ უთამაშიათ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში თამაში გელა აფრასიძემ, მიხეილ ნარიაშვილმა, კონსტანტინე მიქაუტაძემ დაიწყეს, ხოლო ლევან ჩილაჩავა ცვლილებაზე შემოვიდა.

გელამ მატჩის მე-15 წუთზე თავი გამოიჩინა და TOP 14-ის სეზონის პირველ მატჩში ლელო დადო. გელა მატჩის 51-ე წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძემ 46 წუთი ითამაშა, ნარიაშვილმა კი 57 წუთი. სწორედ 57-ე წუთზე გამოვიდა ლევან ჩილაჩავა.

მონპელიეს 11 ტურში 25 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. რასინგმა კი სეზონში მე-4 მოგება იზეიმა და 23 ქულით მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები