Thumbnail
  • იურგენ კლინსმანმა მარიო გიოტცეს სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა
  • ჰერტას მწვრთნელი ადასტურებს, რომ ბერლინურ კლუბს დიდი მიზნები აქვს

იურგენ კლინსმანი გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სეზონის დასრულების შემდეგ, მარიო გიოტცე ბერლინის ჰერტაში გადავა. კლინსმანმა აღნიშნა, რომ კლუბის ინვესტორების წყალობით, ჰერტას გრძელვადიანი პროექტები აქვს და მომავალ სეზონში კლუბს განსხვავებული მიზნები ექნება.

''ჩვენი მომავალი ასეთი იქნება. გიოტცეს გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე სხვა ფეხბურთელებსაც ვაკვირდებით. მომავალ სეზონში ასეთი ფეხბურთელების დამატება ჰერტასთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება'' - განაცხადა კლინსმანმა.

დორტმუნდის ბორუსიას მწვრთნელი ლუსიენ ფავრი გიოტცეს იშვიათად ენდობა. მარიომ მიმდინარე სეზონში დორტმუნდში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯამში მხოლოდ 494 წუთი ითამაშა. სეზონის დასრულების შემდეგ, მას დორტმუნდთან კონტრაქტი უმთავრდება, რაც ჰერტაში მისი ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

კომენტარები

ბოლო ამბები