Thumbnail
  • ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა
  • ევროპაბეთი და ჭადრაკის ფედერაცია პარტნიორები გახდნენ
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის დახურვა გაიმართა. 2019 წლის საკლუბო პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი  მოიცვა. ჩემპიონატი აღმოსავლეთ და დასავლეთი ზონებად გაიმართა, მონაწილეობა კი 20 კლუბის 350-მდე მოჭადრაკემ მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდმა 14 000 ლარი შეადგენა.

ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 2020 წლიდან, ევროპაბეთი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი ხდება. უკვე ცნობილია, რომ მომდევნო წლის საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ჩატარდება, ევროპაბეთი იზრუნებს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.

2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ტურნირი 9 თვის განმავლობაში მიმდინარობდა და შერეული სისტემით ჩატარდა, ანუ გუნდში ვაჟებიც თამაშობდნენ და გოგონებიც. მარათონული ტურნირი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ჩემპიონი კი თბილისის აზმაი გახდა.

1 ადგილი: აზმაი (თბილისი)
2 ადგილი: საჭადრაკო კლუბი ნტნ (თბილისი)
3 ადგილი: ქუთაისი
4 ადგილი: ნანა (ფოთი)

გიორგი გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი)
“ფორმატმა გაამართლა მოლოდინი, რადგან 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტურნირში 350-მდე მოჭადრაკე იყო ჩართული, მათ შორის ბევრი რეგიონებიდან. მინდა მივულოცო თბილისის აზმაის გამარჯვება და ვისურვო, რომ მომავალ წელს ტურნირში კიდევ უფრო მეტი გუნდი ჩაებას. რაც შეეხება მემორანდუმს, 2020 წლიდან ევროპაბეთი ხდება ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. საქართველოს უმაღლეს ლიგაში გაორმაგდება საპრიზო ფონდი და გარდა ამისა, ერთობლივად ჩავატარებთ ბევრ საინტერესო ღონისძიებას”.

ნონა გაფრინდაშვილი (მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი)
“ძალიან მასშტაბური ტურნირი ჩატარდა, რომელიც 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რაც მთავარია, მასში ყველა რეგიონი იყო ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მმართველობები დაინტერესდნენ ამ ტურნირით და მჯერა, რომ მომავალში ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება პარტნიორობას, რომელიც გაფორმდა ევროპაბეთს და ჭადრაკის ფედერაციას შორის, რა თქმა უნდა მისასალმებელია, რადგან ეს იქნება ქართული ჭადრაკის მხარდაჭერა. ვიცი, რომ ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი. სახელმწიფო ყველაფერს ვერ გაწვდება, ამიტომ, ასეთი თანამშრომლობა მხოლოდ მისასალმებელია”.

ნანა იოსელიანი (ოლიმპიური ჩემპიონი)
“საქართველოს საკლუბო ჩემპიონატმა ნამდვილად გაამართლა მოლოდინი, რადგან ეს იყო ჭადრაკის გამოცოცხლება, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ქალაქებში ჭადრაკი მეტნაკლებად ყოველთვის იყო განვითარებული, რეგიონებს კი მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდათ და ამ მიმართულებით, საქართველოს ჭადრაკიას ფედერაციამ დიდი სამუშაო გასწია. ძალიან სასიხარულო დღეა იმ მხრივაც, რომ გამოჩნდა პირველი მერცხალი, რომელიც გვერდში დაუდგა ქართულ ჭადრაკს. ვგულისხმობ მემორანდუმის გაფორმებას ევროპაბეთთან. დიდი მადლობა ამ კომპანიას და ვიმედოვნებ, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება”.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)
“დღეს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ფარგლებში. მემორანდუმის მიზანია, დავაფიქსიროთ ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. 2020 წელს, დაფინანსდება კონკრეტული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციას. იმედია, მსგავსი პროექტების განხორციელებას 2020 წლის შემდეგაც გავაგრძელებთ”.

📸 | ყველაზე პასუხისმგებლიანი თამაში

📸 | ყველაზე პასუხისმგებლიანი თამაში

📸 | ყველაზე პასუხისმგებლიანი თამაში

📸 | ყველაზე პასუხისმგებლიანი თამაში

📸 | ყველაზე პასუხისმგებლიანი თამაში

📸 | ყველაზე პასუხისმგებლიანი თამაში

რამდენიმე დღის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, „პასუხისმგებლიანი თამაში“ დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. პროექტი სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად. ახალი პროექტის შესახებ, კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

კომენტარები

ბოლო ამბები