Thumbnail

გენიოსი კარლო - რას წერდნენ ერთმანეთს აბრამოვიჩი და ანჩელოტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ცნობილმა ჟურნალისტმა რომან აბრამოვიჩისა და კარლო ანჩელოტის მიმოწერაზე ისაუბრა
  • ჩელსის მფლობელი იტალიელ მწვრთნელს ასეთ SMS-ს ხშირად უგზავნიდა

მილანში გატარებული ტრიუმფალური 8 წლის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ლონდონის ჩელსიში 2 წელი იმუშავა. ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ The Sun-თან ინტერვიუში ანჩელოტის და ჩელსის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის ურთიერთობაზე ისაუბრა და გაიხსენა, რა უამბო მას ანჩელოტიმ მისი და რუსი ოლიგარქის პირად მიმოწერებზე.

კარესას თქმით, როდესაც ჩელსის საქმეები კარგად არ მისდიოდა, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, აბრამოვიჩი ანჩელოტის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მხოლოდ კითხვის ნიშნებს უგზავნიდა. ამით აბრამოვიჩი იტალიელს აგრძნობინებდა, რომ ჩელსის თამაშითა და შედეგებით უკმაყოფილო იყო.

“ანჩელოტიმ მითხრა, რომ აბრამოვიჩი კრიზისულ პერიოდში ხშირად უგზავნიდა მას ერთსა და იმავეს - და ეს იყო მხოლოდ კითხვის ნიშანი. ის კი, გენიოსი, ანუ კარლო, აბრამოვიჩს ასევე ერთი ნიშნით პასუხობდა - ეს იყო ძახილის ნიშანი,” - განუცხადა კარესამ The Sun-ს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ ჩელსიში 2009-დან 2011 წლამდე იმუშავა და ამ პერიოდში მოიგო ინგლისის ჩემპიონატი (2010), ინგლისის თასი და სუპერთასი. 60 წლის ანჩელოტი წინა კვირაში ნაპოლიდან გაათავისუფლეს. ბოლო ინფორმაციით, იტალიელი ინგლისში ბრუნდება - კარლო ევერტონს ჩაიბარებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები