Thumbnail
  • პრეტენდენტთა შორის საქართველოს ნაკრების 2 წევრი იყო
  • ოთარ გიორგაძე ბრივში გასული წლიდან ირიცხება 

23 წლის ქართველი მორაგბე ოთარ გიორგაძე ფრანგული ბრივის ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ბრიველები გამოკითხვას სოციალურ ქსელში ატარებდნენ და ოთიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გიორგაძის კონკურენტებს შორის კიდევ ერთი ქართველი მორაგბე კარლენ ასიეშვილი გახლდათ, სხვა პრეტენდენტები კი ფრანგი მატიუ ვოისინი და სამოელი სო’ოტალა ფა’ასო’ო იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგაძე 2015-18 წლებში ასევე TOP 14-ის ბინადარ კლერმონის ღირსებას იცავდა, ბრივში კი შარშან გადაბარგდა და ახალი გუნდის მაისურით უკვე 8 ლელო აქვს დადებული.

დაახლოებით ერთი თვის წინ ოთარმა ბრიველებთან კონტრაქტი 2 წლით გააგრძელა და ფრანგულ კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები