Thumbnail
  • შალკეს მეკარე აინტრახტთან მატჩში მეტოქეს კარატის ილეთით გაუსწორდა
  • 23 წლის ალექსანდერ ნიუბელი ბუნდესლიგის ოთხ შეხვედრას გამოტოვებს
  • გელზენკირხენის გუნდის კაპიტანს ფინანსური ჯარიმაც დააკისრეს

გელზენკირზენის შალკეს მეკარე და კაპიტანი ალექსანდერ ნიუბელი ბუნდესლიგაში 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის მიზეზი უხეშობაა, რომლითაც 23 წლის გერმანელი მეკარე ფრანკფურტის აინატრახტთან ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩში (1:0) გამოირჩა. 

15 დეკემბერს, გელზენკირხენში გამართულ შეხვედრის მეორე ტაიმში, ნიუბელი კარიდან წინ გამოვიდა და მეტოქე გუნდის ნახევარმცველისთვის, მიატ გაჩინოვიჩისთვის, ბურთის ართმევა სცადა. მასპინძელთა გოლკიპერს კარატის ილეთი უფრო გამოივიდა - გაშლილი ფეხი, ბურთის ნაცვლად, მეტოქეს მკერდში ჩაარტყა. სერბმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ნიუბელმა კი პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

📺 უხეშობის ეპიზოდი შალკე-აინტრახტის მატჩში

შალკეს მეკარე დისკვალიფიკაციის გარდა, 12 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ალექსანდერ ნიუბელი გამოტოვებს ვოლფსბურგთან, ფრაიბურგთან, გლადბახსა და ბაიერნთან შეხვედრებს. 

გერმანიის ბუნდესლიგაში გასული 15 ტურის შემდეგ, გელზენკირხენის შალკეს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერ ლაიპციგს კი 6 ქულით ჩამორჩება. 

მიმდინარე სეზონში ალექსანდერ ნიუბელმა შალკეს კარი ყველა ტურნირის 17 მატჩში დაიცვა და 20 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები