Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი იძულებული ხდება, ლეროი სანე გაყიდოს
  • 23 წლის გარემარბს ბაიერნში გადასვლა ახლავე სურს
  • მიუნხენური გრანდის ბოსები ზაფხულამდე მოცდას ამჯობინებენ

გერმანიის ნაკრების გარემარბმა ლეროი სანემ გადაწყვეტილება მიიღო - მას მიუნხენის ბაიერნში გადასვლა სურს! ამის შესახებ გერმანული ჟურნალი SPORT BILD ახალ ნომერში წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 23 წლის სანეს სურვილია, ბავარიულ გრანდში ახლავე, იანვარში გადავიდეს.

სანეს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. იგი ახლა ტრავმირებულია და სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაბრუნდება. სწორედ ამიტომ, SPORT BILD-ის ინფორმაციით, ბაიერნში ურჩევნიათ, რომ სანე ზაფხულში გადაიბირონ.

ლეროი სანე მოედანზე, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაბრუნდება

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სიტიმ სანე ან ახლავე უნდა გაყიდოს, ანაც ზაფხულში - წინააღმდეგ შემთხვევაში, 2021 წელს ძვირადღირებულ ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავს. ლეროი სანეს ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევროა, მანჩესტერელები კი 150 მილიონს ითხოვენ.

სანეს შესაძლო ტრანსფერს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გამოეხმაურა. “ბუნდესლიგისთვის და მთლიანად გერმანული ფეხბურთისთვის ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება. ლეროი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომლის თამაშის სტილი სხვისას არ ჰგავს. მისი ტრანსფერი ბუნდესლიგისთვის დიდი რეკლამაც იქნება,” - განაცხადა 59 წლის ბუნდესმწვრთნელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები