Thumbnail
  • უეფამ U21 საქართველო-სლოვაკეთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა
  • უეფამ გუნდების მწვრთნელებიც დასაჯა და ქვეყნების ეროვნული ფედერაციებიც
  • U21 საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 5 მატჩი აქვს დარჩენილი

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა და სანქციები გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს გამართული შეხვედრის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როდესაც სლოვაკები ქართველებს 3:2-ს უგებდნენ, მეტოქე გუნდის მწვრთნელმა, იოზეფ სტებერმა კი გიორგი კუციას აუტის მოწოდების საშუალება არ მისცა და მას ხელი ჰკრა. ამ ეპიზოდს არეულობა მოჰყვა და საქმეში საქართველოს ახალგაზრული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე ჩაერია. გადამეტებული ემოციებისთვის ცეცაძემ წითელი ბარათი მიიღო.

მეტი ამ თემაზე: U21 საქართველო - ჩხუბი, გინება და ფურთხება სლოვაკეთში

სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრენის მწვრთნელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაია გამოუწერა. ერთი მატჩით დაისაჯა სამწვრთნელო შტაბის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი მანია. რაც შეეხება სტებერს, ის 3 მატჩით დასაჯეს. ოფიციალური მიზეზი არასპორტული საქციელია.

გარდა ამისა, საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციები 6 750 ევროთი დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ზუსტად 5 მატჩი აქვს დარჩენილი: შინ სლოვაკეთთან, საფრანგეთთან, შვეიცარიასა და აზერბაიჯანთან, ხოლო გასვლაზე ლიხტენშტაინთან. საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები