Thumbnail
  • სუთიაშვილმა პროვანსთან იყოჩაღა, ნუცუბიძემ – გრენობლთან
  • ქართველმა მორაგბეებმა შეუცვლელად ითამაშეს

საფრანგეთის PRO D2-ის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 2 ქართველი მორაგბე – შალვა სუთიაშვილი და გიორგი ნუცუბიძე მოხვდა.

PRO D2-ის მე-14 ტურის სიმბოლური ნაკრები

შეგახსენებთ, რომ 35 წლის სუთიაშვილის ანგულემმა პროვანს რაგბის 19:15 სძლია, მასპინძელთა ერთადერთი ლელო კი სწორედ ქართველმა მეორეხაზელმა დადო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ შალვა მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ თხუთმეტეულში უკვე მეორედ შეიყვანეს.

წარმატებული თამაში ჰქონდა ნუცუბიძის ბირიცსაც. ბასკურმა კლუბმა გრენობლს 33:7 სძლია, 21 წლის ქართველი ბურჯი კი 80 წუთის განმავლობაში მინდორზე იყო, რაც მისი პოზიციისთვის უჩვეულო მოვლენაა.

საინტერესოა, რომ შერკინებაში ნუცუბიძის პირისპირ გამოცდილი დავით ქუბრიაშვილი იდგა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს გაასინბინეს და შემდეგ გამოცვალეს კიდეც.

ანგულემი 35 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, ბიარიცი კი 38 ქულით მეხუთეა.

მე-15 ტურში სუთიაშვილის გუნდი კარკასონს ესტუმრება, ხოლო ნუცუბიძის ბიარიცი გასვლით მატჩში კოლომიეს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები