Thumbnail
  • გიორგი მაკარიძეს 14-დან 8 მატჩში გოლი არ გაუშვია
  • ქართველმა მეკარემ ამ სეზონში მე-2 პენალტი მოიგერია

გიორგი მაკარიძის სეტუბალმა ''ესტადიო დე ბონფიმზე'' დეპორტივო ავეშს უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი ჰილდებერტო პერეირამ 59-ე წუთზე გაიტანა.

მაკარიძემ 7 წუთით ადრე თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მან პენალტი ირანელ მოჰამადის აუღო. ეს სეზონში მისი მეორე მოგერიებული თერთმეტმეტრიანია. გიორგიმ პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ითამაშა და 14-დან 8-ჯერ კარი მშრალად დაიცვა. სეტუბალი 19 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში სეზონის აღმოჩენას, ფამალიკაოს ესტუმრება. მატჩი 2020 წლის 6 იანვარს გაიმართება.

გიორგი მაკარიძემ დეპორტივო ავეშთან პენალტი მოიგერია

გიორგი მაკარიძემ დეპორტივო ავეშთან პენალტი მოიგერია

Posted by Silk Sport on შაბათი, 14 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები