Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბერლუსკონი სერია C-ში ეპატიჟება
  • 83-წლის იტალიელს მონცასთან სერია A-ში გადაყვანა სურს

მილანის ყოფილმა მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ იტალიურ მედიასთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე ისაუბრა. 83-წლის იტალიელმა ბიზნესმენს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში გადასვლაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ იბრაჰიმოვიჩს მონცაში ელოდება.

''იბრაჰიმოვიჩი მილანში? იმედი მაქვს, რომ ის მონცაში გადამოვა.''' - განაცხადა სილვიომ. იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა იბრაჰიმოვიჩი მილანში 2010 წლის ზაფხულში მიიყვანა.

ბერლუსკონის 30-წლიანი მმაართველობის ხანა მილანში 2017 წელს დასრულდა, რის შემდეგაც მან იტალიური მონცა შეიძინა. ბერლუსკონიმ მილანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კლუბი 3 მილიონ ევროდ იყიდა. მონცა სერია C-ს ერთპიროვნულ ლიდერია. მათ 18-მატჩიდან 14 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთ მატჩში დამარცხდნენ.

საინტერესოა, სადაც წავა ზლატანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იტალიაში დაბრუნებას აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები