Thumbnail

ხელბურთი | თეიმურაზ ორჯონიკიძის 15 გოლი 3 მატჩში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა უნგრეთის ჩემპიონატში გამოიჩინა თავი
  • თეიმურაზ ორჯონიკიძე ოროშჰაზის ერთ-ერთი ლიდერია

საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ თავი გამოიჩინა უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე, სადაც ბოლო 3 მატჩში 15 გოლი გაიტანა. 

ორჯონიკიძის კლუბი ოროშჰაზი უნგრეთის ეროვნული ლიგის დებიუტანტია. ბოლო მატჩი გუნდს ქვეყნის თასზე ჰქონდა, სადაც მერვედფინალში საკუთარ მოედანზე შეხვდა ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ ტატაბანიას, რომელიც ევროტურირებზეც წარმატებით გამოდის და EHF თასის ჯგუფურ ეტაპზეცაა გასული.

თასის პირველ წრეში ოროშჰაზიმ სტუმრად 31-30 მოუგო დაბაშს, შემდეგ კი ტატაბანიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 23-23 მორჩა, მაგრამ უნგრული წესების თანახმად, მეოთხედფინალში სტუმარი გუნდი გავიდა. ორჯონიკიძემ 2 გოლი გაიტანა.

პირველი წრის ბოლომდე ოროშჰაზის ერთი მატჩი დარჩა სათამაშო უნგრეთის ჩემპიონატში, სადაც ჯერჯერობით ბოლოსწინა ადგილზეა. კლუბს მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა მეზოკოვეშდისთან, რომელსაც ბოლო წამებამდე იგებდა, მაგრამ აქაც ფრეს დასჯერდა, 24:24. ქართველი უკანახაზელი ყველაზე შედეგიანი იყო 6 გოლით. ყველაზე შედეგიანი იყო ბოლო თამაშშიც, როდესაც ბალატონფურედისს შვიდჯერ გაუტანა.

ბალატონფურედი 37:29 ოროშჰაზი | ორჯონიკიძის 7 გოლი

ორჯონიკიძის 7 გოლი უნგრეთის ჩემპიონატში

წარმატებებს გისურვებთ, თემო! საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ თავი გამოიჩინა უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე, სადაც ბოლო 3 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მეტი: https://www.geohandball.ge/2139

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები