Thumbnail

რიბერისთვის 2019 უკვე დამთავრდა - ფრანგი საოპერაციოა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერის ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ
  • ფრანგი გარემარბი მინიმუმ 2 თვე ვეღარ ითამაშებს

ფრანკ რიბერის კოჭზე ოპერაცია სჭირდება. ფლორენციის ფიორენტინას სამედიცინო შტაბის განცხადებით, 36 წლის ფრანგი ფეხბურთს მინიმუმ 2 თვე ვეღარ ითამაშებს.

რიბერიმ ტრავმა ნოემბრის ბოლოს, ლეჩესთან (0:1) წაგებულ მატჩში მიიღო. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ მას ოპერაცია არ დასჭირდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

“ოპერაცია გარდაუვალი გახდა. ახლა უმჯობესია, რომ ქირურგიული ჩარევა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რათა რიბერი მოედანზე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდეს და სეზონის მეორე ნახევარში საუკეთესო ფორმაში იყოს,” - ვკითხულობთ ფიორენტინას ვებგვერდზე. 

ფრანკ რიბერის ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ფრანგი გარემარბი ფლორენციულ კლუბში ზაფხულში, მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა. ბავარიულ გრანდში მან 10 წელი ითამაშა.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები