Thumbnail

არსენალი გავიდა, ლაციო ჩარჩა - ჯგუფების ბოლო მატჩები ევროპალიგაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა
  • არსენალი, სევილია, აინტრახტი, სელტიკი პლეი ოფში ითამაშებენ

ევროპის სტადიონებზე ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა შემდეგი ეტაპის საგზური ლონდონის არსენალს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი პერიოდი 0:2-ს აგებდა ლიეჟის სტანდარდთან, პლეი ოფში გასვლა არ დამდგარა ეჭვქვეშ. საბოლოოდ, ლონდონელებმა გაათანაბრეს ანგარიში და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. 

ბოლო ტურის წინ, განწირული ჩანდა რომის ლაციო და სასწაული არ მოხდა. სიმონე ინძაგის გუნდმა რენთანაც წააგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ლაციო მთლიანად სერია A-ზე გადაერთვება, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

6 ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა, პლეი ოფის საგზური კი შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: სევილია, აპოელ, მალმიო, კოპენჰაგენი, ბაზელი, ხეტაფე, ლინცი, სპორტინგი ლ., სელტიკი, კლუჟი, არსენალი, აინტრახტი.

A ჯგუფი

აპოელ 1:0 სევილია

გოლი: 1:0 სავიჩი (61).

ყარაბახი 1:1 დუდელანჟი

გოლები: 0:1 ბუგრინი (63), გუეი (90).

B ჯგუფი

დინამო კ. 1:1 ლუგანო

გოლები: 0:1 არატორე (45), 1:1 ციგანკოვი (90).

კოპენჰაგენი 0:1 მალმიო

გოლი: 0:1 პაპაიანოპულოსი (77)

C ჯგუფი

ბაზელი 2:0 ტრაბზონსფორი

გოლები: 1:0 ვიდმერ (21), 2:0 სტოკერი (72).

ხეტაფე 3:0 კრასნოდარი

გოლები: 1:0 კაბრერა (76), 2:0 მოლინა (78), 3:0 კენედი (86).

D ჯგუფი

ლინცი 3:0 სპორტინგი

გოლები: 1:0 ტრაუნერი (23), კლაუსი (38-პენ.), 3:0 რაგუცი (90).

პსვ 1:1 როსენბორგი

გოლები: 0:1 ჰელანდი (22), 1:1 იჰათარენი (63).

E ჯგუფი

კლუჟი 2:0 სელტიკი

გოლები: 1:0 ბურკა (49), 2:0 ჯოკოვიჩი (70).

რენი 2:0 ლაციო

გოლები: 1:0 გნანონი (30), 2:0 გნანონი (87).

F ჯგუფი

აინტრახტი 2:3 ვიტორია

გოლები: 0:1 როჩინია (8), 1:1 და კოშტა (31), 2:1 კამადა (38), 2:2 ალი მოჰამედი (85), 2:3 ედვარდსი (87).

სტანდარდი 2:2 არსენალი

გოლები: 1:0 ბასტიენი (47), 2:0 ამალა (69), 2:2 ლაკაზეტი (79), 2:2 საკა (81).

კომენტარები

ბოლო ამბები