Thumbnail

ვეკუას ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი ძალოსნის 3 ოქრო ისრაელში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გურამ ვეკუამ ტურნირზე ექვსივე ცდა გამოიყენა
  • ქართველი ძალოსანმა ევროპის რეკორდი არაერთხელ გააუმჯობესა

ქართველმა ძალოსანმა გურამ ვეკუამ (96 კგ.) ტრიუმფალურად დაასრულა გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ისრაელის ქალაქი ეილატი მასპინძლობს. მან 15-წლამდელთა შეჯიბრში 3 ოქროს მედალი მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ვეკუამ ატაცში 118, 122 და 126 კგ. დასძლია. ამასთან, მან მე-2 მისვლაზე საქართველოს რეკორდი - 2, ხოლო ევროპის რეკორდი 1 კგ-ით გაზარდა, მესამე მისვლაზე კი ევროპის საუკეთესო შედეგი უკვე 5 კგ-ით გააუმჯობესა.

გურამი აკვრაშიც საუკეთესო იყო. ქართველი ძალოსანი 144, 148 და 151 კგ-ს გაუმკლავდა. ძალოსანმა ყველა მისვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კგ-თაც ოქროსმედალოსანი გახდა.

3 ოქროს მედალი ვეკუასგან! გურამ ვეკუამ (96 კგ) ატაცში ევროპის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა და ევროპის რეკორდებიც...

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები