Thumbnail

კვარაცხელიას აღიარება - 18 წლის ლეგიონერი თვის საუკეთესო TOP 5 ნომინანტში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსეთში თვის ფეხბურთელი დაასახელეს
  • ხვიჩა კვარაცხელიამ 2 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა


ყაზანის რუბინის 18 წლის ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ-ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა TOP 5 ნომინანტში მოხვდა. 

თვის საუკეთესოს წოდებისთვის ალექსანდრ ბელენოვი (უფა), აზერ ალიევი (უფა), ბაქტიერ ზაინუტდინოვი (როსტოვი), ევგენი ლუცენკო (არსენალი) და ხვიჩა იბრძოდნენ. საბოლოოდ, ტულის არსენალის ფორვარდმა ლუცენკომ გაიმარჯვა.

კანდიდატებს ხმებს პრემიერ-ლიგის წარმომადგენლები და ტელეარხ МАТЧ ПРЕМЬЕР-ის ექსპერტები აძლევდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას იცავს, სადაც ასევე ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. წლის ბოლო ტურში კვარაცხელია სოჩისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ თამაშში ის შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასი გააკეთა. დეკემბერში 18 წლის ქართველმა 2 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები