Thumbnail
  • ლუის ჰემილტონმა და ვალენტინო როსიმ როლები გაცვალეს
  • ფორმულა 1-ის ჩემპიონისა და მოტოსპორტის ლეგენდის ვიდეო

ლუის ჰემილტონი მოტოციკლზე, ვალენტინო როსი ფორმულა 1-ის ბოლიდში და ორივე ბედნიერები არიან: F1-ის 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა და მოტოსპორტის იტალიელმა ლეგენდამ ვალენსიაში როლები გაცვალეს და მაგრად იხალისეს.

“ფანტასტიკური დღე გვქონდა,” - განაცხადა როსიმ. “სასიამოვნოა, როცა ჩემს ბოლიდში ისეთ ლეგენდას ვხედავ, როგორიც ვალენტინოა,” - დასძინა ჰემილტონმა.

ლუის ჰემილტონი და ვალენტინო როსი

ავტო და მოტოსპორტის ლეგენდებმა Circuit Ricardo Tormo-ზე თავიანთი პირველი წრეები ორშაბათს გაიარეს, თუმცა როსის გუნდმა ფოტოები და ვიდეო ოთხშაბათს გამოაქვეყნა. “აქამდეც ლუისის დიდი ფანი ვიყავი, ახლა კი კიდევ უფრო მეტად ვარ,” - თქვა როსიმ მერსედესის ბოლიდის მართვის შემდეგ, - ეს ჩემთვის იყო შესანიშნავი შანსი, გამეტესტა W08.”

მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონმა იტალიელმა ფორმულა 1-ის ბოლიდის სისწრაფეს სენსაციური უწოდა და აღნიშნა, რომ უდიდესი სიამოვნება მიიღო: “ერთი დღის მანძილზე თავს ფორმულა 1-ის პილოტად ვგრძნობდი და არ მინდოდა, რომ ეს დღე დამთავრებულიყო.” მისი თქმით, ჰემილტონმა Yamaha M1-ით შესანიშნავად იარა.

📺 ვიდეო: ჰემილტონი მოტოციკლით, როსი - ფორმულა 1-ის ბოლიდით 

კომენტარები

ბოლო ამბები