Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა 11-დღიანი შეკრება დაიწყო
  • ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკაში მოემზადებიან

18-წლამდე ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა “შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 11-დღიან შეკრებაზე შევიდა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, სასელექციო შეკრებებისა და თამაშების შემდეგ, 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლუბებიდან 44 მორაგბე შეარჩია, ერთი კი ლეგიონერია და აშშ-ში, გრინვიჩის სკოლაში თამაშობს. ეს 45 მორაგბე შეკრებაზე 21 დეკემბრამდე დარჩება, 20-ში კი ორმხრივი თამაში შედგება.

U18 | უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენზე 11 დღიან შეკრებას შეუდგნენ. მზადება სამხრეთ-აფრიკული ტურნესა და ევროპის ჩემპიონატისთვის 🏉 გაიგე მეტი აქ: http://bit.ly/2YCsP9L 📸 გოგიტა ბუხაიძე

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

დავით ჩავლეიშვილის გუნდი 2020 წლის მარტის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო შერეულ (სანაკრებო/საკლუბო) ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და ადგილობრივ გუნდებთან ორ მატჩს გამართავს. ვინ იქნებიან უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წელს პოლონეთში გამართული ტურნირის ფინალში საფრანგეთი დაამარცხეს (8:3), შარშან კი, იმავე კალინინგრადში, გადამწყვეტი მატჩი ესპანეთს მოუგეს – 20:10. 

ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს 2020 წლის აპრილში რუსეთის ქალაქი კალინინგრადი უმასპინძლებს.

შეკრებაზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები

დათო გველესიანი (ლელო-სარასენსი), შალვა ჭინჭარაული (არმაზი), ირაკლი აფციაური (ლელო-სარასენსი), გიორგი მაისურაძე (ლელო-სარასენსი), შალვა გოგუაძე (ხარები), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო-სარასენსი), თამაზ კევლიშვილი (არმაზი), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), გიგი ქურხული (ვეფხვები), დათო არველაძე (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო-სარასენსი), რატი ზაზაძე (არმაზი), გიორგი ტორონჯაძე (ხვამლი), გიორგი ტერენტიევი (ლელო-სარასენსი), ნიკა გოგლიძე (აკადემია), გიორგი ქობალია (ლელო-სარასენსი), კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი კურტანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა არჩვაძე (ლელო-სარასენსი), გოგიტა რიკაძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ჭიკაიძე (არმაზი), პეტრე ხუციშვილი (ლელო-სარასენსი), ბუკა კვარაცხელია (გრინვიჩის სკოლა, აშშ), თორნიკე კოხოიძე (ლელო-სარასენსი), იოანე მეტრეველი (ლელო-სარასენსი), საბა ლიპარტელიანი (ლელო-სარასენსი), ზუკა ონიანი (არმაზი), დათო ქავთარაძე (ლოკომოტივი), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), ლუკა კვენეტაძე (ლელო-სარასენსი), არჩილ იაშაღაშვილი (ლელო-სარასენსი), გუგა ზაიცევი (ყოჩები), ნოდარ შენგელია (აია), ირაკლი ბლაგიძე (აია), გოჩა დიასამიძე (ბათუმი), ოთარ ჯალაღონია (აია), პაატა გალდავა (აია), ბექა შვანგირაძე (აია), უჩა შარვაშიძე (აია), გიორგი ლეჟავა (აია), დიტო ბერაია (კოლხი-რაინდები), გაგა ქევხიშვილი (ლელო-სარასენსი), დათო ხუროშვილი (ლელო-სარასენსი), გუგა ღანიაშვილი (ლელო-სარასენსი), საბა არჩვაძე (ლელო-სარასენსი).  

კომენტარები

ბოლო ამბები