Thumbnail

პეტრიაშვილი ჩემპიონია! საქართველოს თასი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს თასზე თავისუფალ ჭიდაობის ტურნირი დასრულდა
  • ტურნირზე უკვე 10 გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს თასის მესამე საჭიდაო დღეს თავისუფალ ჭიდაობაში კიდევ 5 ჩემპიონი გამოვლინდა და ტურნირიც ამ საჭიდაო სახეობაში დასრულდა. 61-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი თეიმურაზ ვანიშვილს დარჩა, რომელმაც ფინალში თორნიკე ქათამაძეს მოუგო.

მირზა სხულუხიამ (70კგ) ლევან ქელეხსაშვილს აჯობა. მან მეტოქეს ბოლო ქულის უპირატესობის წესით მოუგო. შეხვედრა 3:3 დასრულდა, თუმცა გამარჯვება სხულუხიას დარჩა.

მირზა სხულუხიამ დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ლევან ქელეხსაშვილი

მირზა სხულუხიამ დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ლევან ქელეხსაშვილი 3-3 და საქართველოს თასის მფლობელი გახდა 70 კგ თავისუფალი ჭიდაობა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

ზურაბ ერბოწონაშვილმა (79კგ) ტარიელ გაფრინდაშვილს 8:2 მოუგო და ჩემპიონობა იზეიმა. ამ წონას ნიკა კენჭაძე აკლდა, მისი დაბრუნება ამ წონით კატეგორიაში კონკურენციის გაზრდას ნიშნავს.

ზურაბ ერბოწონაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულია

ზურაბ ერბოწონაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულია, ტარიელ გაფრინდაშვილი ვერცხლის პრიზიორი 79 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

ირაკლი მწითურმა (92კგ) დავით ფირუზაშვილს აჯობა და პირველ ადგილზე გავიდა. მან მეტოქეს 2:0 მოუგო.

ირაკლი მწითური საქართველოს თასის ჩემპიონია

ირაკლი მწითური საქართველოს თასის ჩემპიონია, დავით ფირუზაშვილი ვერცხლის მედალოსანი 92 კგ - თავისუფალი ჭიდაობა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

გენო პეტრიაშვილმა მძიმე წონის ფინალში ზურიკო ურთაშვილს აშკარა უპირატესობით 10:0 მოუგო და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. თავისუფალ ჭიდაობაში ათივე წონით კატეგორიაში ჩემპიონები გამოვლინდნენ. ტურნირი კიდევ 2 დღეს გაგრძელდება და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონები გამოვლინდებიან.

გენო პეტრიაშვილმა აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო ზურიკო ურთაშვილს

გენო პეტრიაშვილმა აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო ზურიკო ურთაშვილს და საქართველოს თასს დაეუფლა 125 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები