Thumbnail
  • დინამო ზაგრები 1:4 მანჩესტერ სიტი
  • შახტარი 0:3 ატალანტა

ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. მანჩესტერ სიტიმ ზაგრებში დიდი ანგარიშით დაამარაცხა ზაგრების დინამო 4:1. ანგარიში ესპანელმა დანი ოლმომ გახსნა ბრწყინვალე გოლით.

გაბრიელ ჟეზუშმა პირველივე ტაიმში თავური დარტყმით გაათანაბრა. 

სიტი წინ იმავე ჟეზუშმა გაიყვანა, რომელმაც 50-ე წუთზე გაიტანა ზაგრებელთა კარში.

54-ე წუთზე ბრაზილიელმა ფორვარდმა ჰეთ თრიკი შეასრულა, მან ახლო მანძილიდან გაიტანა.

ანგარიშს წერტილი ფოდენმა დაუსვა 84-ე წუთზე. 

ჯგუფის მთავარი მატჩი უკრაინაში გაიმართა, სადაც შახტარმა 0:3 წააგო ბერგამოს ატალანტასთან და პლეი ოფის საგზური მეტოქეს დაუთმო.

იტალიელები კასტანეს გოლით დაწინაურდნენ. 

შემდეგ შახტარს დოდო გაუძევეს და 10 კაცით დარჩენილ შახტარს მარიო პაშალიჩმა გაუტანა.

ბოლო გოლი მასპინძელთა კარში გერმანელმა რობინ გოსენსმა გაიტანა - 0:3. 

რაც შეეეხება დავით ხოჭოლავას, მას ამ სეზონში 1 წუთიც არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე. ჯგუფი მანჩესტერ სიტიმ 14 ქულით მოიგო, ბერგამოს ატალანტა 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. შახტარმა 6 ქულა დააგროვა და ქართველ ლეგიონერთან ერთად ბრძოლას ევროპალიგის პლეი ოფში გააგრძელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები