Thumbnail
  • ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი კომენტარები
  • 41 წლის სპეციალისტმა კლუბის შეთავაზება სწრაფად მიიღო
  • გატუზოს მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა 

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც გუნდის გაწვრთნას დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლის გუნდის თავკაცის თანამდე
ბობა მანამდე კარლო ანჩელოტიმ დატოვა, რის შემდეგაც პოსტი 41 წლის გატუზომ ჩაიბარა.

მეტი ამ თემაზე: ოფიციალურად: ჯენარო გატუზო ნაპოლის მწვრთნელია

"ნაპოლი იმის გამო ავირჩიე, რომ ეს დიდი კლუბია - დიდებული პრეზიდენტით, ბრწყინვალე ფეხბურთელებითა და პრესონალით. არჩევანის გაკეთება იოლი იყო და მაშინვე დავთანხმდი.

ფულზე ძალიან ცოტა ვისაუბრეთ. შესაძლოა, არც მჭირდებოდა საიმიჯო უფლებების განხილვა, რადგან მახინჯი, წვერიანი და სანახევროდ გაჭაღარავებული ვარ", - აქვეყნებს იტალიური მედია გატუზოს ნათქვამს.

📷 გატუზოს პირველი ვარჯიში ნაპოლიში

ჯენარო გატუზომ ნაპოლიში კარლო ანჩელოტის თანამდებობა დაიკავა. ნეაპოლელთა ახალმა თავკაცმა მის წინამორბედთან თავის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობითაც ფეხბურთელობის დროს მილანში თამაშობდა.

"ანჩელოტი ჩემთვის მამასავითაა. მთელი ამ წლების განმავლობაში ის ჩემს გვერდით იყო და მეხმარებოდა ნებისმიერ ვითარებაში. მან ყველაფერი მოიგო, მე კი ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. 

ახლა ჩვენ ქულების დაგროვება და იტალიის ჩემპიონატში კარგი პოზიციის დაკავება გვჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდეთ. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს გატუზო.

ნაპოლის სერია A-ში გასული 15 ტურის შემდეგ, 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. კლუბი ასევე გასულია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

ჯენარო გატუზო ნეაპოლის გუნდს პირველად, 14 დეკემბერს, სტუმრად პარმასთან გასამართ სერია A-ს მე-16 ტურის მატჩში უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები