Thumbnail
  • ვიაჩესლავ გლები ევრო 2020-ის შესარჩევ პლეი ოფს პესიმისტურად უყურებს
  • ბელარუსის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფავორიტად კოსოვოს მიიჩნევს

ბელარუსი ფეხბურთელი ვიაჩესლავ გლები, რომელსაც თავის დროზე ჰამბურგში, გრასჰოპერსსა და ფრანკფურტში უთამაშია, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში ბელორუსი-საქართველოს მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

36 წლის თავდამსხმელი, რომელიც ამჟამად ძერჟინსკის არსენალში გამოდის, მიიჩნევს, რომ მომავალი წლის მარტში გასამართ ბატალიებში მისი ქვეყნის ნაკრებს საგზურის მოპოვების შანსი მიზერული აქვს.

"ამაზე ვოცნებობ, მაგრამ საკითხავია, შეძლებს ნაკრები იქ მოხვედრას, ასეთი უნიკალური შანსის შემთხვევაშიც კი? მგონია, რომ არა. ჩვენზე უკეთესად საქართველოც კი გამოიყურება. აღარაფერს ვამბობ ჰიპოთეტურ კოსოვოზე, რომელიც მართლაც მაღალი კლასის გუნდია. აი, თუკი გაგვიმართლებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება რაიმე შანსი გვქონდეს", - ამბობს ვეტერანი ბელარუსი ფეხბურთელი.

მეტი ამ თემაზე: ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მონაწილე 20 გუნდი ცნობილია, დარჩენილი 4 საგზურისთვის კი ევროპის 16 ნაკრები, მათ შორის საქართველო, მომავალი წლის მარტში იბრძოლებს. D გზის ნახევარფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, რომელიც 31 მარტს ჩატარდება, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს მიიღებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ევრო 2020-მდე ორი მოგება აშორებს

ვიაჩესლავ გლები, რომელიც გაცილებით ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელის, ალეკსანდრ გლების უმცროსი ძმაა, ეროვნულ ნაკრებში 2004-11 წლებში გამოდიოდა და მისი მაუსურით ჩატარებულ 45 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები