Thumbnail

სიზუსტე ისევ არ ღალატობს - კლეი ტომპსონმა ვარჯიში განაახლა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გოლდენ სტეიტის ვარსკვლავმა 3-ქულიანების სროლაში წაივარჯიშა
  • კლეი ამ სეზონში, ალბათ, აღარ ითამაშებს

გოლდენ სტეიტის ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა მძიმე ტრავმის (ACL) ვარჯიში განაახლა - სამქულიანების სროლაში წაივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ტომპსონმა NBA-ის ფინალის მე-6 მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. მის დაბრუნებას იანვარ-თებერვალში ვარაუდობენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ კლეიმ მთლიანად გამოტოვოს სეზონი, რადგან სტივ კერის ეპოქაში პირველად გოლდენ სტეიტი, ალბათ, ვერ მოხვდება პლეი ოფში. 

რაც უნდა იყოს, ფაქტია, კლეის რეაბილიტაციაში პროგრესი აშკარად აქვს. დარბაზში მან თანაგუნდელ დომიონ ლისთან ერთად ივარჯიშა შორი მანძილიდან სროლებში - მაშინ, როცა ლი თითქმის ყოველ მეორეს აცილებდა, ტომპსონი ფარში უნაკლოდ ესროდა.

გასულ სეზონში ტომპსონი საშუალოდ 21.5 ქულას, 3.8 მოხსნასა და 2.4 პასს აკეთებდა. ოლ სტარის 5-გზის მონაწილე სამქულიანი რკალიდან 40.2% სიზუსტით ესროდა. უორიორსს ამ სეზონში საშინელი სტარტი აქვს - 5-20. ამაზე ცუდი სეზონი გოლდენ სტეიტს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები