Thumbnail

ვალენსიამ ამსტერდამში აიაქსი დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აიაქსი 0:1 ვალენსია
  • 0:1 - როდრიგო (24)

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ვალენსიამ აიაქსს ამსტერდამში პრინციპული დაპირისპირება მოუგო და ჯგუფიდან - 11 ქულით და პირველი ადგილით გავიდა.

შარშანდელი ნახევარფინალისტების კარში ერთადერთი გოლი ვალენსიას ესპანელმა ფორვარდმა - როდრიგომ გაუტანა და 'ღამურები' შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

0:1 - როდრიგოს გოლი აიაქსის კარში

თავისი მატჩი მოიგო ჯგუფის ფავორიტმა - ლონდონის ჩელსიმ, რომელმაც აბრაჰამის და ასპილიკუეტას გოლებით სტემფორდ ბრიჯზე ლილი - 2:1 დაამარცხა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ვალენსია ლიგაზე ჰოლანდიურ გუნდებს 9-ჯერ ეთამაშა და ერთადერთხელ წააგო - წელს აიაქსთან ოქტომბერში.

⚽ აიაქსი ვალნესიას ლიგაზე აქამდე სამჯერ შეხვდა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა (2002-03) და ერთი გასვლაზე 3:0 მოუგო (2019-20).

შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო (დე იონგი - 89) - ალვარესი (დესტი - 46), მარტინესი, ვან დე ბეეკი - ზიეჩი, ტადიჩი, ლანგი (ჰუნტელაარი - 70).

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვასი, გაბრიელი, დიახაბი, გაია - ტორესი (მანგალა - 90), პარეხო, კოკლენი, სოლერი - როდრიგო, გამიერო (ვალეხო - 54).

📸 ამსტერდამში მატჩს გარი ნევილი და დევიდ ბექჰემი დაესწრნენ

კომენტარები

ბოლო ამბები