Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 10 დეკემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი  ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,7 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 2,66, ლიონის შინ ლაიპციგთან მოგებას აქვს.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ჩემპიონთა ლიგაში ინტერი-ბარსელონას მატჩში 1-იანს ავიღებ. ასეთ დროს არ ღუპავენ ხოლმე გუნდებს. რატომ უნდა გადაიმტეროს ბარსელონამ საშვილიშვილოდ ინტერი? სიტი შახტარს აძლევს თამაშს ბოლო ტურში და ბარსელონამ რომ ინტერთან არ მოიკლას თავი, დიდი ამბავი.

შახტარი-ატალანტა. რაც გნებავთ, ის დაარქვით, მაგრამ ვწერ, რომ ატალანტა გაიტანს ამ თმაშში მინუმუმ ორ გოლს. სჭირდება და მოსაგებად ითამაშებს. უყვარს გახსნილი ფეხბურთი - უშვებს, იტანს. საერთოდ კი, მგონია, რომ მოუგებენ. ატალანტა ძნელად შევიდა ლიგაში, მაგრამ ახლა გამოიღვიძა და შანსი აქვს. შახტარს რომც ვერ მოუგოს, 2 გოლს ატალანტა მაინც გაიტანს.

ლიონი-ლაიპციგის 1-იანს ვწერ. უკვე გასული ლაიპციგისთვის, რომელიც ჩემპიონატში ოქროს მედლებისთვის იბრძვის, ჯგუფში პირველზე გავა თუ მეორეზე, არ მგონია, რომ მისთვის გადამწყვეტი იყოს. თავს არ შეაკლავს ლიონს და მასპინძლებმა უმოტივაციო გუნდს უნდა მოუგოს. ამ თამაშში 1:0-ს ველი, მაგრამ 1-იანს დავწერ.

ბოლოს დავწერ, რომ ტოტენჰემი არ წააგებს 3 ბურთით სტუმრად ბაიერნთან და ეს მყოფნის. საერთოდ მგონია, რომ ჟოზე მოურინიო 3 ბურთით არავისთან არასდროს წააგებს. 

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,7-ია. ლუკას ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აიაქსი-ვალენსიას მატჩში 5,5-ზე მეტ ბარათს აქვს - 1,95.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,9 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები