Thumbnail
  • დიდიე დეშამმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გააგრძელა
  • მისი მიზანი ყატარის 2022 წლის მუნდიალზე ტიტულის შენარჩუნებაა

ტიტულის მოპოვებაზე რთული მისი შენარჩუნებაა - ზუსტად არავინ იცის, ვინ თქვა ეს პირველად, მაგრამ ყველა ეთანხმება და დიდიე დეშამმაც კარგად იცის, რომ 2022 წლის მუნდიალზე მსოფლიოს ჩემპიონობის შენარჩუნება საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ 51 წლის მწვრთნელი მზადაა, ამ მიზნის მისაღწევად იბრძოლოს.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამს ახალი კონტრაქტი გაუფორმა - ყატარში 2022 წელს დაგეგმილი მუნდიალის ჩათვლით. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, დიდიეს ხელშეკრულება გაგრძელებულია.

აღსანიშნავია, რომ წინა 5 მსოფლიოს ჩემპიონიდან 4-მა მომდევნო მუნდიალზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. 1998 წლის ჩემპიონი საფრანგეთი 2002-ში ჯგუფში ჩარჩა, 2006 წლის ჩემპიონი იტალიამ 2010 წელს ვერ გავიდა მერვედფინალში, 2010 წლის ჩემპიონმა ესპანეთმა 2014 წელს ვერ გადალახა ჯგუფური ეტაპი, ხოლო 2014 წლის ჩემპიონი გერმანია კი 2018 წლის მუნდიალზე ჯგუფში სამხრეთ კორეამ ჩატოვა. ასე რომ, 2002 წლის შემდეგ მხოლოდ ერთმა ჩემპიონმა შეძლო ჯგუფიდან გასვლა - ეს იყო ბრაზილიის ნაკრები 2006 წლის მუნდიალზე.

შეგახსენებთ, რომ დეშამმა, რომელიც 1998 წელს ფეხბურთელის რანგში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (გუნდის კაპიტანი იყო), საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2012 წელს ლორან ბლანი შეცვალა.

ლორან ბლანი და დიდიე დეშამი - 1998 წელი

კომენტარები

ბოლო ამბები