Thumbnail
  • რამოსი მესისა და რონალდოსთვის ცალკე ოქროს ბურთის დაწესებას ითხოვს
  • რეალის კაპიტნის იდეა სასაცილოა, მაგრამ უსაფუძვლო ნამდვილად არ არის

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოსთვის ცალკე "ოქროს ბურთი" უნდა დაწესდეს.

წელს ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მეექვსედ მოიგო

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის "ოქროს ბურთი", რომელსაც გამოცემა France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს ტრადიციულად გადასცემს, ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა მოიგო - კარიერაში მეექვსედ და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელს აჯობა, რომელსაც ჯილდო 5-ჯერ აქვს მოგებული.

"კარგი იქნებოდა, დაწესებულიყო ცალკე "ოქროს ბურთი", რომელსაც მხოლოდ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, მათი შედეგებიდან გამომდინარე მიენიჭებოდათ… მეორე "ოქროს ბურთისთვის" კი დანარჩენები იბრძოლებდნენ. ბოლო-ბოლო, ეს ფეხბურთისთვის უკეთესი იქნებოდა", - აქვეყნებს რამოსის ნათქვამს ესპანური მედია.

ჟურნალი France Football საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდოს 1956 წლიდან გადასცემს

ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს "ოქროს ბურთი" კარიერაში ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული, შესაბამისად, 6-ჯერ და 5-ჯერ. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მხოლოდ ლუკა მოდრიჩმა მოახერხა (2018 წელს) არგენტინელისა და პორტუგალიელის ჰეგემონიის შეწყვეტა.

კომენტარები

ბოლო ამბები