Thumbnail
  • პრო რეკო 24:9 დინამო თბილისი
  • ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო

წყალბურთის კლუბმა დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მორიგი მატჩი ჩაატარა და იტალიაში ადგილობრივ პრო რეკოსთან დიდი ანგარიშით – 9:24 (0:8, 3:5, 4:4, 2:7) წააგო.

აღნიშნული შეხვედრის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი გახლდათ. გენუურ გუნდს ჩემპიონთა ლიგა 8-ჯერ აქვს მოგებული, იტალიის ჩემპიონი კი 33-ჯერ (!) ყოფილა, ამდენად, ქართველებთან გამარჯვება ნამდვილად არ გასჭირვებია.

იტალიელებმა საქმე ფაქტობრივად პირველივე მეოთხედში მოითავეს, რომელიც 8:0 მოიგეს და დარჩენილ დროშიც ანგარიში მათ სასარგებლოდ იზრდებოდა.

დინამოს მხრიდან 4 გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა, თითოჯერ კი თავი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ, მიხეილ ბაღათურიამ და ზურაბ რურუამ გამოიჩინეს.

პრო რეკომ 7 ტურში 17 ქულა მოაგროვა და B ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, თბილისურ გუნდს კი ჯერ ქულაც არ აქვს აღებული და ცხადია, ბოლო ადგილზე იმყოფება.

დინამომ წლევანდელი მატჩები მოითავა, მომდევნო შეხვედრას კი გაისად, 4 თებერვალს, შინ, იმავე პრო რეკოსთან გამართავს. ამით, სტარტს მე-2 წრის თამაშები აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები